მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ეკონომიკა შემცირდა – იწყება თუ არა რეცესია?

რუსეთი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.5%-ით შემცირდა.

იანვარში დაფიქსირებული 2.1-პროცენტიანი კლების შემდეგ, ეკონომიკური აქტივობის დაღმავალი დინამიკა უკვე ზედიზედ მეორე თვეა გრძელდება. 2026 წლის პირველ ორ თვეში ეკონომიკური ვარდნის ჯამურმა მაჩვენებელმა 1.8% შეადგინა.

ვარდნის ფონზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ანალიტიკური ჯგუფები რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქტიურად აკორექტირებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 0.8%-მდე შეამცირა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაც (OECD) მსგავს დაბალ მაჩვენებლებს ვარაუდობს. ექსპერტების შეფასებით, მაღალი რეფინანსირების განაკვეთი, მზარდი ინფლაცია და სამუშაო ძალის დეფიციტი სამრეწველო სექტორზე ზედმეტად ნეგატიურ გავლენას ახდენს.

დიდი ალბათობით, 2026 წლის პირველი კვარტალი ნეგატიურად დაიხურება და თუ მშპ-ის კლების ტენდენცია მეორე კვარტალშიც შენარჩუნება, მაშინ რუსეთში რეცესია ოფიციალურად დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები