მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მარცვლეულის კავშირი ზეთზე საექსპორტო შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

632ace6b6575d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.22 14:08
614
რუსეთში, მიმდინარე წელს, რეკორდული მოსავლის პირობებში, ზეთოვანი კულტურებისა და მცენარეული ზეთის ბაზარს კოლაფსი ემუქრება. რუსეთის მარცვლეულის კავშირში თვლიან, რომ პრობლემის თავიდან აცილება საექსპორტო რეგულირებაზე უარის თქმის შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც ზეთის საექსპორტო გადასახადის გაუქმებას გულისხმობს. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.

რუსეთის მარცვლეულის კავშირმა ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებით რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. შეთავაზების მიხედვით, კავშირი მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადის სრულად გაუქმებას ითხოვს.

შიდა ბაზარზე პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მიწოდების სავალდებულო კვოტების შემოღებით ნედლეულის მიმდინარე შესყიდვის ფასებიდან გამოთვლილი ფასით და ექსპორტიდან დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს. გარდა ამისა, კავშირი ზეთოვანი კულტურების მარცვლეულზე საექსპორტო შეზღუდვების გაუქმებისა და მისი 6 მლნ ტონის მოცულობითი კვოტის დაწესების რეკომენდაციით გამოდის, რომელიც 2023 წლის 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე იმოქმედებს. "ეს უზრუნველყოფს დარგში ჭარბი მოსავლის ნედლეულის შეძენის კეთილსაიმედო რეჟიმს შექმნის და მზესუმზირის ზეთის ექსპორტისთვის რესურსების ფორმირების შესაძლებლობას გააჩენს, - თვლიან მიმართვის ავტორები.

შიდა ბაზრის გააქტიურებისთვის ზეთოვანი კულტურების გადამამუშავებლებსა და შემნახველ კომპანიებს შეღავათიანი კრედიტები ესაჭიროებათ, ასევე სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებისთვის დაკრედიტება ზეთის მარცვლეულით უზრუნველყოფილი განაკვეთით წელიწადში არაუმეტეს 2%-სა, შემდგომი მიწოდების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

კავშირის პროგნოზით, ზეთოვანი კულტურების მოსავალმა წელს შეიძლება რეკორდულ 26.2-26.6 მლნ ტონას მიაღწიოს, საიდანაც მზესუმზირის მოსავალი - 16.5-17 მლნ ტონაა, სოიო - 5.5 მლნ ტონა, რაფსი - 4 მლნ ტონა, სელი - დაახლოებით 2 მლნ ტონა იქნება.

კავშირში მიიჩნევენ, რომ გასულმა სეზონმა ცხადყო, რომ დარგობრივი რისკები მზარდია.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს ზეთოვანი კულტურების მოსავალი 2020 წლის მაჩვენებელს 18%-ით აღემატებოდა, ზეთის წარმოება კი მხოლოდ 7%-ით გაიზარდა. მოლოდინების მიხედვით, მიმდინარე სეზონზე ზეთის ექსპორტის შეზღუდვების გამო 2.88 მლნ ტონამდე შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები