მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა ავტომანქანა, რომელშიც აღმოჩენილია ვეტერინარული მედიკამენტები - საგამოძიებო სამსახური

ი887

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა. უწყების ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, აღმოჩენილია სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე, ერთი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი“-ს გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ღირებულება 36 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით",- აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები