რუსების რაოდენობა, რომლებმაც 2023 წელს უცხოეთში დაისვენეს, 17%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით - ინფორმაციას РБК ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა საზღვარი 27 მილიონჯერ გადაკვეთეს.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც რუსებისთვის მიმზიდველი იყო. საქართველოს ტერიტორია, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე მიმზიდველი იყო. შესაბამისად, აფხაზეთი პირველ ადგილზეა. ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთს 5 მლნ. რუსი ესტუმრა. მეორე ადგილზეა თურქეთი, რომელსაც ყაზახეთი, გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე მოსდევს.
რაც შეეხება საქართველოს. РБК-ს მონაცემებით, ქვეყანა მე-6 ადგილზეა და სომხეთს, ტაილანდსა და ჩინეთს უსწრებს. ჯამში, საქართველოს 1 მლნ. 100 ათასი რუსი ესტუმრა.
რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, სადაც რუსეთის მოქალაქეები წავიდნენ, აქ ესტონეთი ლიდერობს, კლება 13%-ია. შემდეგ მოდის ლიეტუვა,5%-იანი ზრდით, პოლონეთი, 29.5%-იანი ზრდითა და ლატვია 30%-იანი კლებით.