მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბინებს საინვესტიციო მიზნით ყიდულობენ - Georealty

64380a320ee45
ანუკა ჯოხაძე
14.04.23 09:31
940
2022 წელს საქართველოში გაყიდული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოელ მოქალაქეებზე მოდის. უფრო კონკრეტულად უცხოეთის მოქალაქეობის მქონე 10 600-მა პირმა გასულ წელს საქართველოში 15 000 ბინა შეიძინა. ყველაზე მეტი ბინა 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს. მათ საქართველოში გასულ წელს 6 062 ბინს იყიდეს.

როგორც Georealty-ის დამფუძნებელი აცხადებს, უცხოეთის მოქალაქეები ბინებს და კომერციულ ფართებს საქართველოში ძირითადად საინვესტიციო მიზნით ყიდულობენ. მაია გამზარდიას თქმით, გაყიდვებში ძირითადი წილი დღესაც რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

როგორც ის ამბობს, უცხოელები ძირითადად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებული უძრავი ქონებით ინტერესდებიან და ყიდულობენ ქონებას ყველგან, განურჩევლად უბნისა.

“საცხოვრებელი უძრავი ქონება საკმაოდ ბევრია გაყიდული თბილისშიც და ბათუმშიც. როგორც მივხვდი იქიდან გამომდინარე, რომ ერთ ადამიანს შეძენილი აქვს რამდენიმე უძრავი ქონება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ საცხოვრებლად არ სჭირდება. მათ სჭირდებათ კომერციული თვალსაზრისით.

ტენდენცია არის ის, რომ ან საცხოვრებელი გააქირაონ და ამონაგები მიიღონ ან კომერციული ფართები თვითონ გამოიყენონ ან გააქირაონ", - ამბობს Georealty-ის დამფუძნებელი მაია გამზარდია.

მაია გამზარდია საუბრობს უცხოელი მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების იჯარით აღების ფაქტებზეც. მისი თქმით, ამ მიმართულებით ტენდენცია შეცვლილია. გამზარდია აცხადებს, რომ უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ბინების დაქირავების ტემპი შენელებულია, რასაც გავლენა ჰქონდა ფასებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები