მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში 37 400-მდე კომპანიაა - IDFI

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, - ახალ კვლევას IDFI აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში 37,400 -მდე კომპანია, რომელთა 81% 2022 წლის შემდეგ არის რეგისტრირებული. ამ კომპანიებიდან 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, ხოლო 2,041 კომპანიის შემთხვევაში თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქეა. რაც შეეხებათ რუსეთის მოქალაქეებს, ისინი საქართველოში კომპანიებს უმეტესად ფიქციური მისამართის მითითებით არეგისტრირებენ . ერთი და იგივე მისამართზე ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული.

სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები