მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოში მოგზაურობა სახიფათოა“ - პესკოვი

6065a4c03cb74
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.21 14:54
732
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საქართველოში გუშინ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„პირველი - ჩვენ მკაცრად ვგმობთ თბილისში, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ექსტრემისტი ნაციონალისტების აგრესიულ ქმედებებს.

მეორე - ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება მოვისმინეთ, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და მივესალმებით ამ განცხადებას.

მესამე - მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს პოლიციას იმისთვის, რომ მათ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყვეს. დაბოლოს, საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია, იქ ჩასვლა უბრალოდ სახიფათოა. ეს რუსეთის მოქალაქეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოს 50-კაციანი ჯგუფით დაბადების დღის აღსანიშნად ეწვია. ტურისტებმა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი კომენდანტის საათის შეზღუდვა დაარღვიეს, რამაც საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და ჟურნალისტმა, თანმხლები პირებით, საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა. შსს-მ ტურისტები კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები