მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მთავრობამ Danone-ისა და Carlsberg-ის აქტივები დროებით მართვაში გადაიბარა

64b4f4b45880c
გიორგი არონია
17.07.23 12:07
449

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მსხვილი საერთაშორისო კომპანიების, ფრანგული Danone-ისა და დანიური Carlsberg-ის რუსული შვილობილი კომპანიების აქტივების დროებითი ექსპროპრიაცია მოახდინა, რადგან მათი მფლობელი კომპანიები რუსეთისთვის ე.წ. “არამეგობრულ” ქვეყნებს წარმოადგენენ. ვლადიმირ პუტინის ბრძანების თანახმად, Carlsberg-ის მფლობელობაში არსებული Baltika Brewing Company-ის და Danone-ის შვილობილი “Danone რუსეთის” აქტივების დროებით მმართველად რუსეთის ქონების მართვის ფედერალური სააგენტო განისაზღვრა. 

ვლადიმირ პუტინის ამ გადაწყვეტილებას კომპანიებიც გამოეხმაურნენ. Danone-ის განცხადებით, აქტივების დროებითი ექსპროპრიაცია კომპანიის ფინანსურ მდგრადობაზე გავლენას არ მოახდენს, Carlsberg-ში კი ამ საკითხზე კონკრეტულ განმარტებას არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრის დატოვება ორივე კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ამ დრომდე, ეს ვერცერთმა მათგანმა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ უცხოური კომპანიების დროებით მართვასთან დაკავშირებით პირველი ბრძანება ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ აპრილში, სხვა ქვეყნების ანალოგიური ქმედებების საპასუხოდ გამოსცა. ამ დრომდე, რუსეთის ფედერაციამ უცხოური კომპანიის აქტივები მართვაში მხოლოდ ერთხელ გადაიბარა - იმ დროს, მსხვერპლთა შორის ფინური Fortum-ი და გერმანული Uniper-ი აღმოჩნდნენ.

ოფიციალური მოსკოვის ამ გადაწყვეტილების ფონზე, თითოეული კომპანიის აქციები 1%-ზე მეტად გაუფასურდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები