მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის მხრიდან "ბადაგონზე" არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა"

5d9f169103f77
ლიკა გურაბანიძე
10.10.19 16:00
1415
რუსეთის მხრიდან კომპანია "ბადაგონზე” არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა, - ამის შესახებ კომპანია "ბადაგონის” გენერალურმა დირექტორმა მარიამ გიორგაძემ განაცხადა.

როგორც გიორგაძე განმარტავს, რუსეთის ბაზარზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ზაფხულში მედიის მხრიდან ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. 

“არაფერი მომხდარა, არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. მედიის მხრიდან ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ამ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე შესვლა აეკრძალათ. განცხადებაში ნახსენები იყო, რომ  იქნებოდა ხარისხზე კონტროლი და იქ იყო სხვადასხვა მსხვილი კომპანიების ჩამოთვლილი. წუნზე საუბარი არ ყოფილა და ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთის ბაზარზე გასვლა ერთი დღით არ შეჩერებულა და უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა და ახლაც ვაგრძელებთ,”- აღნიშნა გიორგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (როსპოტრებნადზორი) რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა, რუსული ავიასანქციების დაწესების პერიოდში. ეს კომპანიებია: "სს ბაგრატიონი 1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი", შპს "ქართული ღვინის კორპორაცია", "ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები" და შპს "ბატონი". 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები