მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის პოლიცია არალეგალი მიგრანტების სახლებში შესვლას დაუკითხავად შეძლებს

რუსეთის პოლიცია

რუსეთში საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, პოლიციელები ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების სახლებში შესვლას დაუკითხავად შეძლებენ. ჩხრეკის უნებართვოდ ჩატარების გარდა, სპეცსამსახურები ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროებიდან კონკრეტული პირების პირად ინფორმაციას უფრო მარტივად გამოითხოვენ — აქ იგულისხმება, როგორც საჯარო ინფორმაცია, ასევე ის, რომელსაც საბანკო და საგადასახადო საიდუმლო იცავს. რუსული პოლიცია არალეგალი მიგრანტების თვალთვალსაც შეძლებს, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საპოლიციო სტრუქტურებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მთავრობა ბოლო დროს არალეგალურ მიგრაციას ებრძვის. ცოტა ხნის წინ, რუსეთში მკვეთრად შემცირდა იმ დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც მიგრანტებისთვის სხვადასხვა გამოცდებს ატარებდნენ. ამასთან, რუსულ სკოლებში იმ ბავშვების მიღება აიკრძალა, რომლებიც რუსულ ენას არ ფლობენ.

რუსეთში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში ბოლო დროს მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ “კროკუს სიტი ჰოლში” მომხდარ მომხდარ ტერაქტს უკავშირდება, რომლის ორგანიზატორებად ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე დასახელდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის მოქალაქეების ინტერესები სახელმწიფოს მიერ მიგრანტების ნაკადის მოზიდვაზე მაღლა დგას. თუმცა არც თავად მიგრანტები უნდა დავივიწყოთ, რომელთა არსებობა მწვავე დემოგრაფიულ კრიზისში მყოფი რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები