მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას დრონებმა შეუტიეს

232232

უკრაინული მედიის თანახმად, რომელიც რუსულ Telegram არხს ეყრდნობა, რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

„რიაზანში, ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა მიმდინარეობს. ადგილობრივები 10-ზე მეტ აფეთქებას იუწყებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯერჯერობით, რიაზანზე თავდასხმის შესახებ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არც დადასტურება და არც უარყოფა არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო, რაკეტები სწორედ რიაზანის რეგიონიდან გაუშვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები