უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ინტენსიური თავდასხმების შედეგად, რუსეთის 83 რეგიონის უმეტესობაში ავტოგასამართი სადგურები საწვავის ლიმიტირებულ გაცემაზე გადავიდნენ, რადგან დეფიციტი უკვე მთელ ქვეყანას მოიცავს.
კრიზისი თავდაპირველად ანექსირებულ ყირიმში დაიწყო, სადაც 21 ივნისს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობისთვის საწვავის მიყიდვა სრულად აიკრძალა. ამჟამად მიწოდების პრობლემები 50-ზე მეტ ოფიციალურად აღიარებულ რეგიონში დასტურდება.
CNN-ის ინფორმაციით, რუსეთში ბენზინის წარმოების მოცულობა შიდა მოთხოვნასთან შედარებით 20%-ით შემცირდა, ნავთობგადამუშავების მაჩვენებლები კი მრავალწლიან მინიმუმზეა. ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე კრიზისი გასული წლის აგვისტოს დეფიციტთან შედარებით ბევრად მასშტაბურია, რაც იერიშების სიხშირისა და გამოყენებული დრონების რაოდენობის ზრდით არის განპირობებული.
როგორც ირკვევა, შექმნილი ვითარების დასასტაბილურებლად კრემლი რამდენიმე ალტერნატიულ გზას განიხილავს, რაც ქარხნების გეგმური რემონტის ვადების შემცირებას, დიზელის ექსპორტის აკრძალვასა და იმპორტის გაზრდას მოიცავს. Reuters-ის ცნობით, რუსეთმა ბენზინის შესყიდვა ინდოეთიდან უკვე დაიწყო. ამასთან, განიხილება ბაზარზე დაბალი ხარისხის საწვავის დაშვებაც, რაც სპეციალისტების განმარტებით, ახალი ავტომობილების დაზიანების რისკებს ზრდის.




























