მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება

რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა დაეყრდნოს იმას, რომ ევროკავშირს კიდევ ერთი რომელიმე ქვეყნის მიღება შეუძლია. ამ კომენტარით მან Telegram-არხში გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ არავის შეუძლია თბილისს „ევროპული მომავალი წაართვას“.

რუსი დიპლომატის თქმით, ევროკავშირმა თავად დაკარგა „ევროპული მომავალი“ ევროპაში მიგრანტების შემოდინების გამო.

„ვაშინგტონმა ევროკავშირს „ევროპული მომავალი“ ახლახან წაართვა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აშშ-ის გაფრთხილება ნეოკოლონიზმს გვახსენებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. დატოვა რა ის რესურსების სტაბილური მიწოდების გარეშე, ჩამოშალა ეკონომიკა და გადაიბირა ბიზნესის ფლაგმანები, მანამდე კი ევროპა არალეგალი მიგრანტებით დაიტბორა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ამერიკელების მოქმედების გამო ევროპაში მილიონობით შევიდნენ. ამიტომ იმაზე დაყრდნობა, რომ ევროკავშირს შეუძლია ვინმეს „ევროპული მომავალი“ აჩუქოს, უბრალოდ სისულელეა“, - წერს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს რპეზიდენტს კითხვით მიმართა - რით არის საქართველოს მომავალი ევროპულზე უარესი?

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შაბათს საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, როგორიცაა ხმების ყიდვა და ამომრჩეველთა დაშინება, „ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოების და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ განაცხადა, რომ აშშ უერთდება მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ.

არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება - მილერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები