მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან

რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფხაზეთში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უწყების ეს გაფრთხილება, მათ შორის ტურისტულ ვიზიტებს ეხება, ხოლო რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან, შესაძლებლობის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნებას ურჩევენ.

რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს - აცხადებს რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას კომენტარში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.

„რუსეთში ჩვენს მეზობელ, მეგობრულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებენ თვალს, სადაც შიდაპოლიტიკური უთანხმოებები კვლავ გამწვავდა. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, ქვეყნის კანონიერ მთავრობასთან უთანხმოებების ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის მეშვეობით დარეგულირება შესაძლებლად არ ჩათვალეს და სამართლებრივი სივრცის ჩარჩოებიდან გავიდნენ, რითაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიეს. შედეგად რესპუბლიკაში კრიზისული ვითარება შეიქმნა და ეს, მისი შედეგის მიუხედავად, აფხაზეთის განვითარებას ამუხრუჭებს. კერძოდ, თვალსაჩინოა, რომ ახლანდელის მსგავსი სცენარი საზღვარგარეთიდან ინვესტიციების მოზიდვას საერთოდ არ უწყობს ხელს, რაც რესპუბლიკის სოციალურ - ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანია ფაქტორია.

რუსული მხარე არ ერევა აფხაზეთის შიდა პროცესებში არ ერევა და იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარება მშვიდობიანი პოლიტიკური გზით მოგვარდება. ამასთან, ხელშეუხებლად უნდა სრულდებოდეს აფხაზეთის კანონები, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების შესახებ.

შექმნილ ვითარებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდოს თავი შეიკავონ აფხაზეთში გამგზავრებისგან, მათ შორის ტურისტული მიზნებით. რუსეთის ის მოქალაქეებმა კი რომლებიც დროებით იქ იმყოფებიან, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მიუახლოვდნენ არეულობის ადგილებს, შესაძლებლობის შემთხვევაში დატოვონ აფხაზეთი”, - განაცხადა ზახაროვამ.

მედიის ინფორმაციით, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლის ხმა იყო. როგორც მედიაში წერენ, დაშავებული არავინ არის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ძალოვნებმა გაზი გაუშვეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი შეამტვრიეს. ისინი ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასლან ბჟანია ამზადებს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, "რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების შესახებ კანონს" ე.წ. პარლამენტიდან გაიწვევენ.

ე.წ. ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება "რესპუბლიკაში" სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღეს.

პარალელურად, ე.წ. პარლამენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. ისინი "კანონპროექტის" გაწვევას და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. რამდენიმე მოქალაქე ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები