მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლის ხმა იყო. როგორც მედიაში წერენ, დაშავებული არავინ არის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ძალოვნებმა გაზი გაუშვეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი შეამტვრიეს. ისინი ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებსა და ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკება შედგა. როვერტ კიუტი ასლან ბჟანიას აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გადასცემს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პირადი დაცვის ხელმძღვანელი მივიდა, რომელმაც პირობა დადო, რომ მომიტინგეების მოთხოვნებს ე.წ. პრეზიდენტს გადასცემს.
სოხუმში რუსეთთან "საინვესტიციო შეთანხმების" დასამტკიცებლად ე.წ. პარლამენტი ვერ შეიკრიბა