მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის საჰაერო თავდასხმამ უკრაინაში 100 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

უკრაინა

უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, სუმის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, 100 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ეროვნული ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ ენერგომომარაგების აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.

უცხოური მედიის თანახმად, თავდასხმის შედეგად ენერგოობიექტის დაზიანების გარდა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინაში ენერგეტიკული ობიექტები ხშირად ხდება რუსეთის თავდასხმის სამიზნე. მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინამ დაკარგა 9 გიგავატის გენერაციის ობიექტები, მათ შორის განადგურდა ყველა თბოელექტროსადგური და დაზიანებული ჰიდროელექტროსადგურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები