მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის სახელმწიფო სამხედრო კომპანია აცხადებს, რომ წლის პირველ ნახევარში $13 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

rosoboron

რუსულმა სამხედრო სახელმწიფო კომპანია „როსობორონექსპორტმა“ 2026 წლის პირველ ნახევარში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე $13 მილიარდზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. არსებული ინფორმაციით, ექვს თვეში ხელმოწერილი შეთანხმებების მოცულობა 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს გაუტოლდა.

გაყიდვების ძირითადი წილი სამხედრო-საჰაერო ძალების პროდუქციასა და საჰაერო თავდაცვის ტექნიკაზე განაწილდა.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ მიხეევმა განაცხადა, 2026 წელს კონტრაქტით გათვალისწინებული პროდუქციის 90%-ზე მეტი დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

ცნობისთვის, „როსობორონექსპორტი“ რუსეთის თავდაცვის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომლის ძირითადი მომხმარებლები თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პარტნიორი ქვეყნები არიან,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები