მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, აქტივების ჩამორთმევა კანონდარღვევაა და EU-სთან დავას დაიწყებს

ბანკი

რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური განცხადებით, ევროკავშირის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ან მათ ჩამორთმევას და უკრაინისთვის გადაცემას მოიცავს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას.

როგორც მოსკოვში აცხადებენ, თუკი ევროკავშირი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს და მის აღსრულებას შეუდგება, რუსეთი ყველა საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს და ევროკავშირის წინააღმდეგ რამდენიმე საკითხზე დავას დაიწყებს.

განცხადების თანახმად, ევროკავშირის იურისდიქციაში შენახული აქტივები რუსეთის სუვერენული საკუთრებაა, რომელთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა Euroclear-მა აიღო, ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც აქტივების სამუდამოდ გაყინვას ან ჩამორთმევას უკავშირდება, წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევას და ის შესაბამისად იქნება გასაჩივრებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები