მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნულამდე შეამცირა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 2026 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 0.0-1.0%-მდე შეამცირა. ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში აღნიშნეს ისიც, რომ მათ ინფლაციის დაჩქარების მოლოდინიც აქვთ. მარეგულირებელი წლის ბოლომდე ინფლაციის 6-7%-მდე ზრდას საწვავის კრიზისს უკავშირებს. შედარებისთვის, მანამდე უწყება ფასების ზრდის ტემპის 4.5-5.5%-მდე შენელებას ვარაუდობდა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინას განცხადებით, საწვავის ბაზარზე შექმნილი ვითარება მიწოდების შოკითაა გამოწვეული. მისი თქმით, მოსახლეობასა და ბიზნესს შორის გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები ფასების სტაბილიზაციის პროცესს დამატებით აფერხებს.

შეგახსენებთ, საწვავის დეფიციტი და ფასების მატება ქვეყანაში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების გაზრდილმა იერიშებმა გამოიწვია. უკრაინულმა დრონებმა დარტყმები რუსეთის თითქმის ყველა მსხვილ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანეს. მართალია, მარეგულირებელი წლის ბოლომდე საწარმოო სიმძლავრეების ეტაპობრივ აღდგენას ვარაუდობს, თუმცა ექსპერტების შეფასებით, იერიშების გაგრძელების შემთხვევაში ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები