რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა “გეფესტს” ლიცენზია შეუჩერა, ანუ ეს ორგანიზაცია მომხმარებლებს საბანკო სერვისებს ვეღარ მიაწვდის. ლიცენზიის შეჩერების მიზეზად მარეგულირებელი “გეფესტის” მიერ ფედერალური კანონმდებლობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის ნორმატიული აქტების მრავალჯერად დარღვევას ასახელებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ელვირა ნაბიულინას უწყებამ ლიცენზია “კივი ბანკსაც” შეუჩერა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა “გეფესტში” დროებითი მმართველი დანიშნა, რომელიც ბანკის მართვას მანამ უზრუნველყოფს, სანამ ბანკი ახალი ხელმძღვანელისთვის კონკურსს გამოაცხადებს ან პირიქით - ლიკვიდაციას გამოაცხადებს.
“გეფესტისთვის” საბანკო ლიცენზიის შეჩერება რუსეთის საბანკო სისტემაზე დიდ გავლენას არ მოახდენს, რადგან აქტივების მოცულობით, ეს ბანკი რუსეთში 315-ე ადგილს იკავებს. ამასთან, ბანკი მრავალი წლის განმავლობაში წაგებაზე მუშაობდა და, როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ბანკის მიერ გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი ბანკის ბენეფიციარებზე მოდიოდა.