მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის გამო რეფინანსირების განაკვეთი 15%-მდე გაზარდა

ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის შესაჩერებლად და რუბლის გასამყარებლად რეფინანსირების განაკვეთი 15%-მდე გაზარდა.

“რუსეთის ბანკმა” ივლისიდან დღემდე განაკვეთი 7.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა - მიზანი ინფლაციის 4%-იან ნიშნულზე დაბრუნებაა.

აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკა მსოფლიოს მასშტაბით გამკაცრების ტენდენციას აჩვენებს. ნაწილობრივ, ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.

სექტემბერში რუსეთში 6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. გარდა ამისა, ქვეყანას ხარჯებიც გაეზარდა მას შემდეგ, რაც კრემლი წარმოებული ომის დაფინანსებაში დიდ თანხებს ხარჯავს.

სურსათსა და სერვისებზე ჭარბი მოთხოვნა და მიწოდების სიმცირე რუსეთის ეკონომიკურ გამოწვევებს შორის ერთ-ერთია. კოვიდპანდემიის დროს დარღვეულმა მიწოდების ჯაჭვმა სურსათზე ფასების ზრდა გამოიწვია, რასაც თან ერთოდა რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ევროპა ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში იმპორტის მაჩვენებლები გაცილებით სწრაფად მზარდია, ვიდრე ექსპორტის - რაც დასავლური სანქციებით აიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები