რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ინტერვენციის შედეგად, რუსეთში განაკვეთმა 15% შეადგინა, ნაცვლად აქამდე არსებული 15.5%-ისა.
ცენტრალური ბანკის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დასტაბილურებული ინფლაციით არის განპირობებული, რომელიც ამჟამად ოფიციალურად 5.9%-ს შეადგენს.
ცენტრალური ბანკის პროგნოზით, წელს საშუალო ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა 0.9%, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 1.5%-ისა.




























