მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ტუროპერატორები საქართველოსთან ავტობუსების ტურების აღდგენასაც არ გამორიცხავენ

6463514d123a2
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.23 14:10
1010
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან ერთად ამ მიმართულებით ავტობუსების ტურებიც აღდგება.

„არ არის გამორიცხული, რომ პირდაპირი ფრენების განახლებასთან ერთად საქართველოში ავტობუსის ტურები განახლდება, რამეთუ ზემო ლარსი ამ დროისთვის გახსნილია“, - განაცხადა რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, არტურ მურადიანმა. მის სიტყვებს რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ციტირებს - წერს TASS-ი.

მურადიანი აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის, კვოტების მოხსნისა და სატრანზიტო მიმართულებების განვითარების პირობებში წლიურად 1 მლნ ტურისტი შეიძლება რეალური რიცხვი იყოს.

„საკვანძო ტურები, ტურპაკეტების შეთავაზებები, ქართულ კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების განახლება და ახალი ბლოკური შეთავაზებების ფორმირება - ყველაფერი ეს ტურიზმის სფეროში რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის საფუძველი გახდება, დაეხმარება ფასების დასტაბილურებას და ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადებს გაზრდის“, - განაცხადა მან.

აღსანიშნია, რომ ტუროპერატორთა ასოციაციის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტები მათ პროდუქტებში შესაძლოა ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდეს. საქართველოში რუსული ტუროპერატორები საექსკურსიო და გასტროტურების ორგანიზებას თბილისში, მცხეთაში, ბორჯომსა და ბათუმში 7-8 დღის ხანგრძლივობით გეგმავენ.

TASS-ის ცნობით, რუსეთი ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველო 830 ათასმა რუსმა ტურისტმა მოინახულა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 8-ჯერ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები