დღეს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი შედგება. ინფორმაციას BBC უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გუშინ "ტვიტერზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებში “კონსტრუქციული” გახდა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრაზე გარკვეული შედეგიც მიიღწევა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დელეგაციებს შორის, ჯამში, 3 შეხვედრა გაიმართა. ასევე შედგა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თურქეთის მედიატორობით, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.




























