მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5%-მდე შეამცირა

რუსეთის ეკონომიკა
BM. GE
29.08.25 21:32
579

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5%-მდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში სამინისტროში 2.5%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ცენტრალური ბანკის მიერ წლის პირველ ნახევარში რეფინანსირების განაკვეთის 20-21%-ზე შენარჩუნება გახდა. აღსანიშნავია, რომ ახლა ეს მაჩვენებელი 18%-მდეა შემცირებული. მეორე მხრივ კი, საუბარია სამუშაო ძალის ნაკლებობაზე, განუზომლად გაზრდილ სამხედრო ბიუჯეტზე და ინდუსტრიებისა თუ მომხმარებლების მიერ უძრავ ქონებაში ნაკლებ ინვესტიციაზე.

აღსანიშნავია, რომ წლის მეორე კვარტალისთვის მშპ-ს ზრდა 1.1%-მდე შენელდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 4% იყო. სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ საბიუჯეტო ხარჯები არ შემცირდა და გადასახადებმა არ იკლო, ფისკალური ბალანსის შენარჩუნება კიდევ უფრო გართულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები