მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა აფხაზეთს 141 მლნ რუბლის დახმარება შეუჩერა - ე.წ. მინისტრი

რუბლი ევრო

"ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს 141 მლნ. რუბლის (1.6 მლნ დოლარის) დახმარება შეუჩერა", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ვლადიმერ დელბას თქმით, აღნიშნული თანხა წლიური დახმარების 1/12-ია.

ე.წ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დაფინანსების შესახებ შეთანხმება შეჩერებულია "აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პირობების შეუსრულებლობის გამო". როგორც დელბა აღნიშნავს, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთს რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ დოკუმენტი უნდა დაემტკიცებინა.

"ამ პროგრამის ცალკეულ პუნქტებს შესრულების ვადა 2024 წლის 1 აგვისტომდე ჰქონდა. იმის გამო, რომ აფხაზურმა მხარემ პირობები არ შეასრულა, რუსეთმა 141 მილიონი რუბლის ( $1.6 მლნ.) ფინანსური დახმარება დროებით შეწყვიტა", - განაცხადა მან.

დელბას თქმით, "აფხაზეთის ბიუჯეტი" ამ თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ „მომავალში ეს გაუჭირდება".

"დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები