მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა აშშ-ს 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

რუსეთმა განაცხადა, რომ ქვეყანა „სამუდამოდ დახურულია“ Wall Street Journal-ის, Washington Post-ისა და New York Times-ის არაერთ ჟურნალისტის, მთავრობისა და ხაზინის რამდენიმე წარმომადგენლის. ასევე პირებისთვის იუსტიციის დეპარტამენტიდან და კოსმოსური ძალებიდან.

„სტოპ სიაში“ ასევე შედიან სამართალდამცავი უწყებებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების ხელმძღვანელები და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც იარაღს აწვდიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

სიაში შედის Wall Street Journal-ის მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი, რომლის რეპორტიორმა ევან გერშკოვიჩმა 15 თვე გაატარა რუსეთის პატიმრობაში. ის ივნისში, პატიმრების დიდი გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ასევე, ნათან ჰოჯი, CNN-ის უფროსი რედაქტორი, ასევე სიაშია WSJ-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი უფროსი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აქვეყნებს იმ "ამერიკელთა" [სტილი დაცულია] სიას, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. გასულ წელს მოსკოვმა აკრძალა „500 ამერიკელის“, მათ შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები