მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ავსტრიას გაზის მიწოდება შეუჩერა

გაზპრომი

რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, Gazprom-მა ავსტრიაში გაზის მიწოდება შეაჩერა.

როგორც ავსტრიული ენერგეტიკული გიგანტის, OMV-ის განცხადებაში ვკითხულობთ, გაზის მიწოდება მას შემდეგ შეჩერდა, რაც საერთაშორისო არბიტრაჟმა Gazprom-ის ხელმძღვანელობას ავსტრიული კომპანიისთვის $242-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა. თავად ეს ჯარიმა Gazprom-ის მიერ OMV-ის გერმანული შვილობილი კომპანიისთვის გაზის მიწოდების თვითნებური შეჩერების გამო დაუწესდა.

როგორც OMV-ში ამბობენ, ქვეყანაში არსებული გაზსაცავები 90%-მდე არის შევსებული, ხოლო ავსტრიული კომპანია რუსული მხარის მიერ შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობის გასათბობად მზად არის. ამ შემთხვევას ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი გამოეხმაურა, რომელმაც საწვავის ალტერნატიული მიმწოდებლის პოვნის აუცილებლობას ხაზი გაუსვა. ასეთივე განცხადება გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც ვლადიმირ პუტინი დაშინებაში დაადანაშაულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები