რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
ე.წ. შეთანხმება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს და ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის მხარდამჭერ ზომებს ადგენს. ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა შეთანხმებას ხელი მოსკოვში მოაწერეს.
რუსეთის მიერ მოთხოვნილ "კანონს" აფხაზების ნაწილი და ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდნენ.