მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია”- საბაჟო სამსახურის უფროსი ზემო ლარსზე

64931db83649a
შოთა ტყეშელაშვილი
21.06.23 21:55
6427
“რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია” - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა. Ria Novosti-ის ინფორმაციით, საბაჟო სამსახურის უფროსი რეაბილიტირებულ ზემო ლარსის საბაჟოზე იმყოფებოდა, სადაც მან გაზრდილი გამტარიანობის შესახებ ისაუბრა.

რუსლან დავიდოვის თქმით, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანის ეკონომიკური მნიშვნელობა სწრაფად იზრდება და სწორედ მისი დახმარებით, “რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია”.

Ria Novosti-ს თანახმად, თუკი გასული წლის პირველ ნახევარში ზემო ლარსის საბაჟომ ორივე მიმართულებით 5.6 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, 2023 წლის ანალოგიურ პეროოდში სატრანსპორტო ნაკადი 7.8 მილიონ ტონას აჭარბებს.

რუსლან დავიდოვის განცხადებით, წელს ზემო ლარსის საბაჟო სავარაუდოდ 15 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება.

ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამჟამად 39 ხაზი ფუნქციონირებს, აქედან 12 სატვირთოებისთვის; 2 ავტობუსებისთვის; 24 კი მსუბუქი ავტომობილებისთვის.

ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნით რუსეთის ფედერაცია ძირითადად სომხეთთან; საქართველოსთან და თურქეთთან ვაჭრობს.

პარალელურად, საქართველოს მთავრობა ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ტექნიკური გამტარიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. რამდდენიმე დღის წინ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 246 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც სტეფანწმინდადან ლარსის მიმართულებით ახალი მაგისტრალის გაყვანას ითვალისწინებს. უკვე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც გვერდს უვლის გუდაურს და მგზავრობის მანძილს დაახლოებით 45 წუთით ამცირებს, ასევე აუმჯობესებს საატვომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას. გზის მშენებლობა 1.2 მილიარდ ლარამდე ჯდება, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის 6.4 კილომეტრიც უკვე გაჭრილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები