მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა FaceTime-ის აპლიკაცია აკრძალა

facetime

რუსეთში Apple-ის ვიდეოზარების აპლიკაცია FaceTime დაიბლოკა. როგორც სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა განაცხადა, ეს მოხდა იმ უცხოური ტექპლატფორმების წინააღმდეგ მიღებული დაჩქარებული ზომების ფარგლებში, რომლებიც, კრემლის თქმით, დანაშაულებრივი საქმიანობისთვის გამოიყენება.

FaceTime-ის აკრძალვას წინ უსწრებდა YouTube-ის, WhatsApp-ისა და Telegram-ის შეზღუდვაც.

გადაწყვეტილების გასამართლებლად, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, "როსკომნადზორმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც FaceTime-ით ორგანიზებულ დანაშაულებზე საუბრობს.

"სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, FaceTime გამოიყენება ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისა და განხორციელების, დამნაშავეების დაქირავების, ასევე თაღლითობისა და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სხვა დანაშაულების ჩადენისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

მარეგულირებელმა ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიყვანა.

Apple-ს აპლიკაციის აკრძალვაზე კომენტარი არ გაუვრცელებია, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ შეზღუდვები ცენზურას და კერძო კომუნიკაციებზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას წარმოადგენს.

რუსეთი კი აცხადებს, რომ ეს კანონიერი სამართალდამცავი ზომებია. რუსეთის ხელისუფლებამ წელს გამოუშვა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კონკურენტი აპლიკაცია სახელწოდებით MAX, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, შეიძლება გამოყენებულ იქნას თვალთვალისთვის.

FaceTime მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ვიდეო და აუდიო ზარები Wi-Fi-ის ან მობილური ინტერნეტის საშუალებით უფასოდ განახორციელონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები