მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა პაველ დუროვის დაკავებისთვის საერთაშორისო ორდერი გამოსცა - რაში ადანაშაულებს FSB Telegram-ის შემქმნელს?

დუროვი

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდება წაუყენა და მის დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდერი გასცა. არსებული ინფორმაციით, უწყების ბრალდება უკავშირდება Telegram-ის მიერ იმ მასალების წაშლაზე უარს, რომლებსაც უკრაინის სპეცსამსახურები, ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციები რუსეთში დივერსიების, მასობრივი მკვლელობებისა და კიბერთაღლითობის დასაგეგმად იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პაველ დუროვის წინააღმდეგ გამოძიებას საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოებიც აწარმოებენ. ფრანგული მხარე Telegram-ს უკანონო საქმიანობის არასაკმარის პრევენციასა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარს ედავება, თუმცა თავად ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.

ამ დრომდე პაველ დუროვს ან Telegram-ის წარმომადგენლებს რუსეთის მიერ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებიათ.

ცნობისთვის, 2013 წელს შექმნილი პლატფორმა Telegram-ი 1 მილიარდზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და მას რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარეს აქტიურად იყენებენ. ოფიციალური მოსკოვი აპლიკაციის შეზღუდვას წლებია ცდილობს და მომხმარებლებს ალტერნატიული, სახელმწიფო სერვისის MAX-ის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

რუსეთში დაბადებულმა პაველ დუროვმა, რომელიც ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის მოქალაქეობას ფლობს. ის სოციალურ ქსელ VKontakte-ს დამფუძნებელიცაა, თუმცა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მან კუთვნილი წილი 2014 წელს გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები