მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - მამუკა ფიფია

მამუკა ფიფია

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ეს კომპანიებია: GWS-Wine-Company, "შატო მუხრანი" და "ვინივერია".

"სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა "შატო მუხრანი" და "ვინ ივერია".

"მარუსია ბევერიჯის ჯორჯიას" აქციონერები არიან პატრიკ ხოდენი და ელენა ნადიბაძე. ეს ადამიანები ადრე იყვნენ ფონდ "უკრაინის რეკონსტრუქციის" დირექტორები, ასევე შემჩნეულები არიან უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებაში.“

რაც შეეხება „ვინ ივერიას“, პრორუსული მოძრაობის ლიდერის მტკიცებით, კომპანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პირდაპირ აფინანსებდა.

"ვინივერია" ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა.“

ფიფიამ BM.GE-ს უთხრა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერ არ არსებობს მალე გამოიცემა.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.

რუსული მედიის ცნობით, სავაჭრო ქსელებში შეზღუდული პროდუქციის თაროებიდან მოხსნაც დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები