მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - Bloomberg

62b939c43c874
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.22 08:53
6133
27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის პროცენტი, რაც ვერ შეძლო.

Bloomberg-ის თანახმად, ეს 1918 წლის შემდეგ რუსეთში პირველი დეფოლტია

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას "ფარსი" უწოდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ. რუსეთის სახელმწიფო ვალიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარში ან ევროშია დენომინირებული, ნახევარი კი - ქვეყნის ფარგლებს გარეთაა.

100 მილიონი დოლარის პროცენტი 27 მაისამდე უნდა გადახდილიყო, რის შემდეგაც ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი დაიწყო, რომელიც დღეს ამოიწურა. 

ოკუპანტი დეფოლტის გარდაუვალ გზაზე მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მას სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს, რამაც ქვეყნის წვდომა საერთაშორისო საბანკო ქსელებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდებს ახორციელებდნენ, შეზღუდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები