მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა შესაძლოა ვაშლის და ქლიავის იმპორტზე კვოტა დააწესოს

5f366210d9c74
ნათია თაქთაქიშვილი
14.08.20 13:38
1639
მებაღეთა ასოციაციის ინიციატივით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვაშლის და ქლიავის იმპორტზე შესაძლოა, კვოტა დააწესოს, რაც ნიშნავს, რომ იმპორტირებული ხილის რაოდენობამ მხოლოდ 40 პროცენტი უნდა შეადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას vestikavkaza.ru ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, იმპორტზე დაწესებული კვოტები ადგილობრივ მეწარმეებს დაეხმარება საკუთარი პროდუქციის უკეთ რეალიზაციაში. ახალი ინიციატივის მიხედვით, ვაშლის იმპორტი შეიზღუდება სექტემბერ-ოქტომბერსა და იანვარ-აპრილში.

მებაღეთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ ამ ინციატივის განხორციელების შედეგად, ბაზარზე წარმოდგენილი ადგილობრივი წარმოების ხილის წილი 60 პროცენტი იქნება, ხოლო იმპორტირებულის - 40 პროცენტი.

აღსანიშნავია, რომ რუსმა მეწარმეებმა სერიოზული დარტყმა მიიღეს ყინვისგან, რის შედეგადაც ყუბანში მოსავლის 60-80% განადგურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები