მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა სირიიდან აფხაზეთის ე.წ. საელჩოს პერსონალის ევაკუაცია განახორციელა

აფხაზეთის საელჩო სირიაში

რუსეთმა სირიიდან დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია განახორციელა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ევაკუირებულია ბელარუსის დიპლომატიური თანამშრომლები.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, სირიაში აფხაზეთის საელჩო მუშაობას აგრძელებს.

ცნობისთვის, სირია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას აღიარებს. დამასკოში აფხაზეთის ე.წ. საელჩო 2020 წელს გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები