რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა უკრაინა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარებით ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, ლონდონი და პარიზი აქტიურად მუშაობენ კიევისთვის ბირთვული ტექნოლოგიების, მათ შორის ე.წ. ბინძური ბომბის გადაცემაზე, რათა უკრაინამ გაჭიანურებული მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ისეთი სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს, რაც ხელს შეუწყობს უკეთესი ომის უკეთესი პირობებით დამთავრებას.
განმარტებისთვის, რუსეთის შემთხვევაში ასეთი ინსტრუმენტი ბირთვული იარაღია, რომელიც, ერთი მხრივ, შემაკავებლის როლს ასრულებს, მეორე მხრივ კი, ზეწოლის ინსტრუმენტს. აღსანიშნავია, რომ კრემლს ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარუდგენია, თუმცა აცხადებს, რომ საკითხზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ინფორმაციას მიაწვდის, რაც, მათი შეფასებით მიმდინარე დიპლომატიურ პროცესებზე პირდაპირ გავლენას იქონიებს.
თავის მხრივ, უკრაინის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა რუსეთის განცხადებები უკვე უარყვეს და მას მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდეს. აქვე უნდა ითქვა ისიც, რომ იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ბირთვული არსენალის უდიდესი მარაგების დათმობის გამო ლეონიდ კუჩმა არაერთხელ გაუკრიტიკებია, ის კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას. რაც შეეხება რადიაქტიური მასალით აღჭურვილ "ბინძურ ბომბს”, რომლის მიღების მცდელობაშიც კრემლი კიევს ადანაშაულებს, ის სრულიად განსხვავდება ატომური იარაღისგან და მიზნად ფართო ტერიტორიის დაბინძურებას ისახავს.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის ამჟამინდელი საინფორმაციო კამპანია სტრატეგიული მანევრია, რომელიც მიზნად ისახავს დასავლურ ალიანსში განხეთქილების შეტანას და შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიციების გაძლიერებას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გუშინ 4 წელი გავიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკა მუდმივად იყო დამყარებული მსგავსი რიტორიკის გაჟღერებაზე.




























