მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მორიგი თავდასხმა განახორციელა

ზელენსკი

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მორიგი თავდასხმა განახორციელა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, მოსკოვმა გასული ღამის განმავლობაში 120 რაკეტა და 90 დრონი გაუშვა უკრაინას ყველა რეგიონში და მასობრივი შეტევა განახორციელა.

ზელენსკი "ტელეგრამზე" წერს, რომ თავდასხმის გამო, ქვეყნის ცალკეული ნაწილები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე. მაგალითად, ოდესაში ქალაქი სრულად გაითიშა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 140-ზე მეტი სამიზნის განადგურება შეძლეს.

გუშინდელი თავდასხმის შედეგად, ქალაქ მიკოლაივში ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. კიევში განადგურებული რაკეტების ფრაგმენტები ჩამოცვივდა, თუმცა უკრაინის დედაქალაქში დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის მხრიდან მსგავსი არაერთი თავდასხმა გამოსცადა. როგორც BBC წერს, გასული ღამის მასობრივი შეტევა სექტემბრის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული თავდასხმა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები