მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა და ევროპის დაყოფა" - რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელი გავიდა

პრეზიდენტი
24.02.24 10:41
657

ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა.

„ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.