მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალა - მიზეზი უამინდობაა

63dcb56e413bf
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.23 11:20
720
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ გავლით ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2023 წლის 2 თებერვალის 19:15 საათიდან, ქალაქ ვლადიკავკაზის - ლარსის დასახლების მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული აკრძალვა ძალაში ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე იქნება.

გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოში ამინდის გაუარესების გამო მიიღეს, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნეს, რომ მსგავსი რეკომენდაცია საქართველოს სასაზღვრო სამსახურიდანაც მიიღეს.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2 თებერვლის საღამოდან აიკრძალა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები