მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა „ზემო ლარსზე“ 12 ახალი ზოლი აამოქმედა - ტრანსპორტის სამინისტრო

6389df1a8ee90
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.22 15:39
1047
„ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მიმართულებით 12 ახალი ზოლი ამოქმედდა. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება.

უწყებაში აცხადებენ, რომ 2022 წლის ივლისში რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით 12 ახალი ზოლი იყო დამატებული.

„მიმდინარე წლის ივლისში მსუბუქი ავტომობილებისთვის 12 ახალი ზოლის და ნოემბერში დამატებით 12 ახალი ზოლის ამოქმედებამ მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტის გამტარუნარიანობა გაზარდა. წლის ბოლოს არაგაბარიტული ტრანსპორტისთვის კიდევ 2 ზოლის დამატება იგეგმება. გავლის ზოლების საერთო მოცულობა 39-მდე გაიზრდება. გამტარუანარიანობის სიმძლავრეები პროექტით გათვალისწინებული მონაცემებს დღე-ღამეში 2.5 სატრანსპორტო საშუალებას მიაღწევს, რომელსაც 4 000-მდე გავლის რესურსი ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის ფარგლებში ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება. სრულად სამუშაოები კი 2023 წელს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები