მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთს ათი წელი მაინც დასჭირდება ჩინეთში გაზის ექსპორტის გასაზრდელად - Reuters

გაზპრომი

რუსეთს, რომელმაც ჩინეთთან ახალ გაზსადენზე შეთანხმებას მიაღწია, სულ მცირე ათი წელი მაინც დასჭირდება იმისთვის, რომ ჩინეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდოს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

Gazprom-ის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, სექტემბერში ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტის დროს, "ციმბირის ძალა 2"-ის მშენებლობაზე ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ პროექტით რუსეთს სურს, ომის გამო ევროპასთან დაძაბული ურთიერთობის პირობებში, გაზის გაყიდვები აზიის ბაზრისკენ მიმართოს.

"ციმბირის ძალა 2"-ის საპროექტო გამტარუნარიანობა Nord Strem 2-ის მსგავსად 50 მილიარდი მ3 უნდა იყოს, ანუ ბევრად ნაკლები, რასაც რუსეთი ევროპაში ყიდდა. 2600-კილომეტრიანმა გაზსადენმა იამალის ნახევარკუნძულზე არსებული რეზერვებიდან მოპოვებული გაზი მონღოლეთის გავლით, ჩინეთს უნდა მიაწოდოს. თუმცა როგორც სააგენტო წერს, შეთანხმების საკვანძო საკითხები, როგორიც არის ფასი, ინვესტიციები და მიწოდების თარიღი, ამ დრომდე მოლაპარაკების საგანია.

ეს საკითხები შემდეგ წელს რომც შეთანხმდეს, გაზსადენის მშენებლობას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება, ხოლო მიწოდების ზრდას დამატებით კიდევ ხუთი წელი. ამ დროისთვის რუსეთს ჩინეთთან "ციმბირის ძალა 1"-ის გაზსადენი აკავშირებს, რომლითაც წელს მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 38 მლნ მ3 გაზის მიწოდება მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები