ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთის ფედერაციას შორის უმაღლეს სამხედრო დონეზე კომუნიკაცია შედგა. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, გენერალ ვალერი გერასიმოვს შორის ნოემბრის ბოლოს სატელეფონო ზარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს.
კონკრეტულად რა ითქვა, საჯაროდ უცნობია, მაგრამ საუბარი, დიდი ალბათობით, უკრაინის მხარდასაჭერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელ გააქტიურებას უკავშირდებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS-ის გამოყენების უფლება მიიღო, რასაც რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობების მქონე საშუალო მანძილის ბალისტიკური იარაღის გამოყენება მოჰყვა.
აშშ-ის ის გენერალური შტაბის ხელმძღვანელად ჩარლზ ბრაუნი გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას შემდეგ, ეს ბრაუნს და გერასიმოვს შორის საუბრის პირველი შემთხვევა იყო. ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლებს შორის დიდწილად მას შემდეგ გაწყდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ბოლო კონტაქტი ივნისში შედგა, როცა აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვს ესაუბრა.