მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთს სამხედრო ბაზისთვის ცხინვალში, შესაძლოა მიწა გადაეცეს - მედია

ოკუპაცია

"რუსეთი და სამხრეთ ოსეთი რუსული სამხედრო ბაზისთვის მიწის გადაცემაზე მოლაპარაკებებს გამართავენ", - ამის შესახებ პროპაგანდისტული Sputnik-ი წერს.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსეთს სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთი უნდა გადაეცეს.

დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები