მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო შეთანხმება არ გაფორმებულა - კრემლი

პუტინი და კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, მიმდინარე კვირას, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. თუმცა, როგორც ჩანს, კიმ ჩენ ინსა და ვლადიმირ პუტინს შორის სამხედრო თანამშრომლობის თემაზე შეთანხმება არ გაფორმებულა - სულ მცირე, ასეთია ოფიციალური მოსკოვის პოზიცია.

კრემლის განმარტებით, ლიდერები არათუ სამხედრო თემაზე არ შეთანხმებულან, არამედ შეთანხმება არც ერთი სხვა მიმართულებით არ გაუფორმებიათ.

ვიზიტის დროს, კიმ ჩენ ინმა არაერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია რუსეთის ფედერაციისა და მისი პოლიტიკის მიმართ. კიმ ჩენ ინის თქმით, ის ვალდებულია, ახალი ეპოქა დაამყაროს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ ასწლოვან ურთიერთობაში.

“ყოველთვის ვიდგები რუსეთის მხარში”, - განაცხადა კიმმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსი ხალხის გამარჯვებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები