მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ხვალ გაიმართება

რუსეთ-უკრაინა
BM. GE
22.07.25 15:26
416

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ხვალ, 23 ივლისს სტამბოლში გაიმართება.

უკრაინის მხრიდან დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

ზელენსკის ინფორმაციით, განხილვის ძირითადი საკითხები ომის ტყვეების გაცვლა, გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება და ორი ქვეყნის ლიდერების შესაძლო შეხვედრის ორგანიზება იქნება.

რაც შეეხება რუსეთის მხარეს, კრემლის ინფორმაციით, თუ შეხვედრა შედგა, მას კვლავ ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს. ომში მყოფ ქვეყნებს შორის გამართულ ბოლო ორ რაუნდზეც რუსულ მხარეს სწორედ მედინსკი წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებების გამართვის თარიღს ჯერ არ ადასტურებს. კრემლში აღნიშნავენ, რომ უკრაინულ და რუსულ პოზიციებს შორის სერიოზული განსხვავებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები