2023 წლის პირველ 10 თვეში რუსეთში იმპორტირებული ახალი მანქანების დაახლოებით 1,6% სომხეთიდან იყო - ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.
რუსეთში ახალი მანქანების მთავარი მომწოდებლების სიაში სომხეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა. სიას სათავეში უდგას ჩინეთი, რომელიც ყველა მიწოდების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მას მოჰყვა ყაზახეთი (7.5%), ყირგიზეთი (5.8%), ბელარუსი (2.5%) და არაბთა გაერთიანებული საამიროები (1%).
რუსეთში მეორადი მანქანების მიმწოდებლების სიაში, სომხეთი 14,3%-იანი წილით მეორე ადგილზეა. მეორადი მანქანების მთავარი მიმწოდებელია იაპონია - 54%-იანი წილით, შემდეგ მოდის ბელარუსი (11.3%), სამხრეთ კორეა (7.2%), ყირგიზეთი (4.6%) და გერმანია (2.9%).
„ავტოსტატის“ ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, პირველ 10 თვეში რუსეთში ავტომობილების მიწოდება, წინა წელთან შედარებით, 2,8-ჯერ, 889 400 მანქანამდე გაიზარდა.