მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე აქციზის ფასის ზრდა ქართული მეღვინეობისთვის ძალიან კარგია", - გიორგი სამანიშვილი

სამანიშვილი

1-ელი მაისიდან რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, საქსტატის მონაცემების მიხედვით, მაისში შემცირდა რუსეთიდან ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლებიც. თუ აპრილში ქვეყანამ $34 მლნ 529 ათასი მიიღო, მაისში ეს რიცხვი $4 მლნ 990 ათასამდე შემცირდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროსსა და ღვინის დარგის მართვის მაგისტრს, გიორგი სამანიშვილს კი მიაჩნია, რომ ეს სხვაობა აქციზის ზრდის ამოქმედებამდე, გადაზიდვების აქტივობის ზრდამ განაპირობა. მეღვინეებმა ამ პერიოდში ღვინო რუსეთში დიდი რაოდენობით გაიტანეს. თუმცა, გადასახადის სამჯერ ზრდის შემდეგ, შემოსავლები შემცირდა.

მისივე თქმით, აქციზის ზრდა ქართული მეღვინეობისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, კარგიც კი იქნება.

"ლოგიკურად ეს ღვინის ფასის ზრდას გამოიწვევს, ფასის ზრდა კი უფრო ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნას გამოიწვევს. იაფფასიან სეგმენტში მუშაობა წამგებიანი იქნება ღვინით, სადაც კონკურენციას ისეთი იაფიანი პროდუქტები გიწევს კონკურენციას, როგორიცაა ლუდი და არაყი, "- ამბობს გიორგი სამანიშვილი BMG-სთან.

სამანიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ეს ქართველი მეღვინეების რუსეთთან ფინანსურ ურთიერთობებს არ შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები