მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში მოქალაქეები დეპოზიტიდან 10 000 დოლარზე მეტს ვერ გაიტანენ - ახალი წესები

622859414c546
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.22 11:47
873
რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის რეკორდული გაუფასურების ფონზე, “კაპიტალის კონტროლის” მექანიზმებს ამკაცრებს.

დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ კომერციულ ბანკებს შეეძლებათ მომხმარებლის დეპოზიტებიდან მაქსიმუმ 10,000 დოლარის გაცემა. უფრო დიდ თანხაზე მოთხოვნის შემთხვევაში კი, ბანკი ვალდებულია დანარჩენი თანხა რუბლში გასცეს.

ამასთან, თუკი მოქალაქეებს ან ბიზნესებს დანაზოგი აქვთ ევროში ან სხვა ვალუტაში, ბანკი ვალდებულია, მათ 10,000 დოლარამდე თანხა მხოლოდ დოლარში მისცეს, შემდეგ კი თავად ამ პირებმა უნდა გადააკონვერტირონ თანხა მათთვის სასურველ ვალუტაში.

ბანკები 9 სექტემბრამდე მოქალაქეებს ვალუტას არ მიჰყიდიან, თუმცა თუ მათ უკვე აქვთ ვალუტა, შეძლებენ შეუზღუდავად მათ რუბლებში გადაცვლას.

ბანკებში დასაშვებია ახალი სავალუტო ანგარიშის გახსნა და სავალუტო შენატანის გაკეთება, თუმცა მისი გამოტანა 9 სექტემბამდე ეროვნული ვალუტით რუბლის საბაზრო ღირებულებით იქნება შესაძლებელი.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რუსულ ბანკებში სავალუტო ანგარიშების რაოდენობის დაახლოებით 90% 10 ათას დოლარს არ აღემატება ანუ მოქალაქეთა იმ ნაწილის 90% ვისაც სავალუტო ანგარიში აქვს, კუთვნილი თანხის სრულად გატანას შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები