მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

პაველ დუროვი

Telegram-ის შემქმნელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ, რუსეთმა ბიზნესმენი იმ ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების სიაში შეიყვანა, სადაც ექსტრემისტულ საქმიანობასა ან ტერორიზმში მათი მონაწილეობის შესახებ მონაცემებია თავმოყრილი.

რუსული გამოცემები წერენ, რომ "როსფინმონიტორინგის" რეესტრი დღეს განახლდა

კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნულ სიაში შეყვანილი პირების სახსრებს ბანკები ყინავენ და მათ მომსახურებას უჩერებენ.

გასულ ოთხშაბათს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დუროვს ბრალი ტერორისტულ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის წაუყენა, ვინაიდან მესენჯერის ადმინისტრაცია არ შლის იმ არხებსა და ბოტებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ტერაქტებისა და დივერსიების კოორდინაციისთვის გამოიყენება. სპეცსამსახურმა პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები